7 ივლისს, ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამოქალაქო ორგანიზაციების, სკოლების, პროფესიული სასწავლებლების და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში. შეხვედრაზე გაზიარებულ იქნა პროექტის პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებში სპეციალურ განათლებასთან დაკავშირებული ახალი აკადემიური კურსები/მოდულები და მოკლე სატრენინგო პროგრამები, მათ შორის სპეციალური მასწავლებლის მოსამზადებელი 60 კრედიტიანი სასერტიფიკატო პროგრამა, რომლებიც მომავალ მასწავლებლებს საშუალებას მისცემს შეიძინონ ცოდნა და უნარები, თუ როგორ იმუშაონ განვითარების სხვადასხვა დარღვევის მქონე მოსწავლეებთან. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა არის მნიშვნელოვანი რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ. სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,