17 ივლისს, დუშეთში მოსახლეობის ფორუმი გაიმართა

2023 წლის 17 ივლისს, დუშეთში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრისა (EDEC) და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დუშეთის ი. ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლში, მოსახლეობის ფორუმი გაიმართა, რომელიც 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვასა და დაგეგმვას მიეძღვნა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი, დანიის ელჩი საქართველოში ენ ტოფტ სორენსენი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები .

მოსახლეობის ფორუმის ორგანიზებას წინ უძღვოდა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ადგილობრივი თემის წარმომადგენელთა მომზადება ფორუმის საორგანიზაციო და ფასილიტაციის ტექნიკებში. ღონისძიების მსვლელობაში 100–ზე მეტმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მიიღო მონაწილეობა, შეაფასა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინიცირებული პროგრამები და წარადგენა წინადადებები ცვლილებებთან დაკავშირებით.

მოსახლეობის ფორუმის სამუშაო მიმართულებები იყო: ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა, ეკონომიკური განვითარება, კულტურა, ტურიზმი, განათლება, ახალგაზრდობა, სპორტი, გარემოს დაცვა.

ფორუმის დასრულებისთანავე, საორგანიზაციო კომიტეტი განიხილავს მონაწილეთა წინადადებებს, მოამზადებს რეკომენდაციების დოკუმენტს და წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს მომავალი წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად.

მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, მოეწყობა საანგარიშგებო ფორუმი, სადაც მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობას 2024 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტს გააცნობს.

ღონისძიება ხორციელდება პროექტის: „მოქალაქეთა გაძლიერება ადგილობრივ მმართველობაში მდგრადი განვითარების მიზნით“ ფარგლებში, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.

2024 წლის 10 ივლისს, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, ცუცხვათის სათემო ცენტრში, დასახლების საერთი კრება გაიმართება, რომლის მიზანია ცუცხვათის თემის მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების
2024 წლის 3 ივლისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე,  საკაოს სათემო ცენტრში, დასახლების საერთი კრება გაიმართება, რომლის მიზანია საკაოს  თემის  მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების
2024 წლის 25 მაისს, კაჭრეთში, სასტუმრო  „ამბასადორში“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და მედია ცენტრი
Skip to content