სოციალური ინკლუზიის ცენტრი ბაღდათში – ახალი შესაძლებლობები სოფლად მცხოვრები შშმ პირებისთვის საქართველოში

სახელი: სოციალური ინკლუზიის ცენტრი ბაღდათში – ახალი შესაძლებლობები სოფლად მცხოვრები შშმ პირებისთვის  საქართველოში

განხორციელების პერიდი: 01.11.2021 – 31.12.2023 წ.

განხორციელების არეალი: ბაღდათი (იმერეთი)

 

დონორები / პარტნიორები: პური მსოფლიოსთვის (BfdW); EDEC-ის მიერ დაფუძნებული სოციალური სერვისის მიმწოდებელი ჰაბიტატთან თანამშრომლობით თანასწორობის, მიღწევებისა და განვითარებისთვის (HEAD)

სრული ბიუჯეტი: 222,000 €

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 222,000 €

მიზანი:  სოფლად და განსაკუთრებით ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, მათი მეურვეები, პერსონალი, მოხალისეები, ადგილობრივი ხელისუფლება და სხვა დაინტერესებული მხარეები

ბენეფიციარები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები

განხორციელებული აქტივობები:

  1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში 30 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე გათვლილი დღის ცენტრი აშენდა და შესაბამისად აღიჭურვა
  2. ექვსი ახალი სამუშაო ადგილის შეიქმნა (მასწავლებლები, ასისტენტები, მზარეული და მძღოლი)
  3. შეძენილი იქნა ადაპტირებული მინივენი, ბენეფიციარების უსაფრთხო გადაადგილებისთვის
  4. შშმ საზოგადოებასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, მედიისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დღის ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა
  5. დაორგანიზდა 30 შეხვედრა, თანამშრომლობისა და მოხალისეობის შესაძლებლობების შესახებ ადგილობრივი საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან
  6. სხვადასხვა თაობის, განსაკუთრებით, ასაკოვანი პირები ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობებში
  7. მოეწყო 12 შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის
  8. პროექტის დასასრულს გაიმართა ღია კარის დღე დონორებისთვის, ბენეფიციარებისთვის, სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის

 

მიღწეული შედეგები:

  1. ბაღდათის მუნიციპალიტეტში, 30 შშმ ბავშვისთვის, აშენდა და სრულად აღიჭურვა შშმ ბავშვთა დღის ცენტრი
  2. დასაქმდა 6 პირი და დღის ცენტრის საქმიანობებში ჩაერთო 8 უფროსი მოხალისე
  3. ადგილობრივი მოსახლეობის 500-მდე წევრი ჩაერთო ცნობიერების ამაღლებისა და საინფორმაციო ღონისძიებებში
  4. დაინტერესებული მხარეებისა და პოტენციური პარტნიორების ერთობლივი მუშაობის შედეგად საფუძველი ჩაეყარა ინკლუზიური განათლებისა და სერვისების განვითარებას ბაღდათის მუნიციპალიტეტში

Skip to content