მოქალაქეთა გაძლიერება ადგილობრივ მმართველობაში მდგრადი განვითარების მიზნით

სახელი: მოქალაქეთა გაძლიერება ადგილობრივ მმართველობაში მდგრადი განვითარების მიზნით

განხორციელების პერიოდი: 9.12.2022 – 8.10.2023

განხორციელების არეალი: ბაღდათის მუნიციპალიტეტი (იმერეთის რეგიონი); ამბროლაურის მუნიციპალიტეტი (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონი); დუშეთის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი)

 

დონორები/პარტნიორები:

  1. UNDP
  2. ფონდი „აფხაზინტერკონტი“
  3. მცხეთა – მთიანეთის რეგიონული ჰაბი

 

სრული ბიუჯეტი: 60,000 ₾

პროექტის განსახორციელებლად EDEC–ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 60,000 ₾

 

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ბაღდათის, ამბროლაურის და დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, მათ შორის: ახალგაზრდები – 80; ქალები – 390; კაცები – 210; ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები –  15; ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები – 25; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები – 15; მედია – 5

ბენეფიციარები: სამიზნე მუნიციპალიტეტების მოსახლეობა

პროექტის მიზანი: სამ სამიზნე მუნიციპალიტეტში (ბაღდათი, ამბროალური, დუშეთი) მოქალაქეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების და ქალების მონაწილეობითი როლის გაზრდა ადგილობრივი პოლიტიკის კეთების/წარმოების პროცესში, მოქალაქეებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურებში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის ღია დიალოგის ხელშეწყობის და ჩართულობის ეფექტიანი მეთოდების დანერგვის გზით

განხორციელებული აქტივობები:

  1. პროექტის განმხორციელებელი გუნდის ფორმირება, პროექტის წარდგენა დაინტერესებული მხარეებისთვის
  2. დასახლების საერთო კრების საორგანიზაციო კომიტეტის შექმნა/ფასილიტატორების შერჩევა და მომზადება
  3. დასახლების საერთო კრებების ახალი მეთოდოლოგიით ორგანიზება და მოდელის პრაქტიკაში დანერგვა
  4. ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტების მომზადება, წარდგენა ბიუჯეტში გასათვალისწინებლად, ცვლილებების ადვოკატირება
  5. საანგარიშგებო შეხვედრების ორგანიზება/ბიუჯეტის განხილვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა
  6. ახალგაზრდებში მოქალაქეთა ჩართულობის თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ცოდნისა და უნარების გამომუშავების ხელშეწყობა
  7. ახალგაზრდული საბჭოების გაძლიერება და წევრების წახალისება თვითმმართველობის მხრიდან ანგარიშგებისა და ღია მმართველობის პრაქტიკის დანერგვასთან დაკავშირებით

 

მიღწეული შედეგები:  

  1. ბაღდათის, დუშეთისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში დაინერგა მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინოვაციური მოდელი – მოსახლეობის ფორუმი
  2. საპილოტედ გამართულ ფორუმებზე სულ მუნიციპალიტეტის 361–მა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მიიღო მონაწილეობა, შეაფასა მუნიციპალიტეტების პროგრამული ბიუჯეტი და წარადგინა მომდევნო წლის ბიუჯეტისთვის
  3. 140 წინადადება მომზადდა, რომელთაგან 77 გათვალისწინებული იქნა 2024 წლის ბიუჯეტში

 

 

 

 

Skip to content