2023 წლის 29 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო “გოლდენ თიულიფ”-ში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში კარიერის მართვის და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით“ ფარგლებში, ფოკუს ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ინოვაციური მოდელის განსახორციელებისთვის კონცეფციის შექმნა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ განათლების სამინისტროს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, შიდა ქართლის სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სოციალური მეწარმეები, სკოლებში სამეწარმეო კლუბების ხელმძღვანელები, მეწარმეობის მასწავლებლები.
პროექტის მიზანია უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ახალგაზრდების, დემოკრატიულ საქმიანობაში და შრომის ბაზარში ჩართვის ხელშეწყობა, სოციალურ ერთიანობა და უთანასწორობის შემცირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მდგრადი განვითარების გზით.
პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებია: Childfund Deutschland E.V, (გერმანია), სამეწარმეო სკოლა (უკრაინა), არასამთავრობო ორგანიზაცია “Vesta” (მოლდოვა), ECOVISIO (მოლდოვა), CODE სოციალური მეწარმეობის ჰაბი (სომხეთი) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (საქართველო).