საანგარიშგებო შეხვედრა დუშეთში

2023 წლის 24 ოქტომბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, დუშეთის კულტურის ცენტრში, მოსახლეობასთან საანგარიშგებო შეხვედრას გაიმართა, სადაც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ადგილობრივ მოსახლეობას 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტებს გააცნო, რომლის შემუშავებასაც წინ უძღვოდა მოსახლეობის ფორუმის (დასახლების საერთო კრების ინოვაციური მოდელი) მოწყობა მუნიციპალიტეტის 100-ზე მეტი მცხოვრების მონაწილეობით.
ფორუმზე მოსახლეობამ შეაფასა მიმდინარე წლის ბიუჯეტი, იმსჯელა მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე, მოამზადა იდეეები და წარადგინა რეკომენდაციები მომავალი წლის ბიუჯეტისთვის. საერთო ჯამში 45 იდეა იქნა რეკომენდაციის სახით შეთავაზებული ადგილობრივი თვითმმართველობისთვის. იდეები ეხებოდა ინფრასტრუქტურის, კულტურისა და ხელოვნების, განათლების, სოფლის მეურნეობის განვითარების, ტურიზმის განვითარებისა და მეწარმეობის, გარემოს დაცვის, თავდაცვის, სოციალური საკითხების, სპორტის, ახალგაზრდობის სფეროების განვითარებას. მოსახლეობის მიერ წარდგენილი 45 იდეიდან 12 მათგანი ნაწილობრივ ან სრულად იქნა გათვალისწინებული 2024 წლის ბიუჯეტში.
საანგარიშგებო შეხვედრაზე მოწვეული იყო ყველა პირი, ვინც მოსახლეობის ფორუმში მონაწილეობა მიიღო. ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ასევე მიეწოდათ მუნიციპალიტეტის სხვა მაცხოვრებლებს, რომლებიც არ ესწრებოდნენ ფორუმს, მაგრამ დაინტერესებულნი არიან მომავალი წლის ბიუჯეტის გაცნობით. შეხვედრა პრეზენტაციის და შემდგომში დისკუსიის ფორმატს ითვალისწინებდა. მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა პირისპირ ესაუბრა, განიხილა და მოისმინა გადაწყვეტილების მიმღები პირებისაგან სამომავლო გეგმები და არგუმენტები მათ მიერ დაგეგმილი პრიორიტეტების და დამტკიცებული ბიუჯეტის შესახებ.
ღონისძიების ორგანიზებაში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას მხარდაჭერას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი უწევს პროექტის: „მოქალაქეთა გაძლიერება ადგილობრივ მმართველობაში მდგრადი განვითარების მიზნით“ ფარგლებში. პროექტი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content