საგრანტო კონკურსი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით.  შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG),  სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

 

კონკურსის მიზანია

გააქტიუროს ახალგაზრდების მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერას, მათ შორის მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარებას და მხარდაჭერას; საზოგადოებისთვის აქტუალური თემებისა და სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების გარშემო ცნობიერების დონის ამაღლებას, ადვოკატირების კომპეტენციების და ადვოკატირების კამპანიების მართვის უნარების  გაუმჯობესებას, ადგილობრივ და ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში  მონაწილეობის და უშუალო ჩართულობის გზით.

 

კონკურსის პირობები: 

  • საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ააიპ სტატუსის მქონე, მოქმედ საზოგადოებრივ ან სათემო ორგანიზაციას, ასევე, რეგისტრირებულ საინიციატივო ჯგუფებს და მედია ორგანიზაციებს მცხეთა–მთიანეთის რეგიონიდან.
  • ორგანიზაციას/ჯგუფს შეუძლია კონკურსში ერთზე მეტი საგრანტო განაცხადის წარმოდგენა. თუმცა, ერთ ორგანიზაციაზე გაიცემა არაუმეტეს ერთი გრანტისა.
  • საგრანტო განაცხადის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 5000 ევროს.
  • შესაძლებელია, საგრანტო აპლიკაციების განხილვის დროს, კომისიის წევრებმა აპლიკანტს შესთავაზონ წარმოდგენილ საკონკურსო პროგრამის აღწერაში და ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებების შეტანა;
  • საგრანტო განაცხადების მიღება მოხდება 2023 წლის 8 ნოემბრიდან – 2023 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, 18:00 საათამდე. განაცხადის და თანდართული ბიუჯეტის ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ბმულიდან: https://shorturl.at/hjOU0
  • კონკრეტული პროექტის ხანგრძლივობა (საანგარიშო პერიოდის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;
  • დაფინანსებული პროექტის განხორციელების დაწყება შესაძლებელია 2023 წლის 15 დეკემბრიდან;
  • უპირატესობა მიენიჭება პროექტებს, რომლებიც შეძლებენ თანადაფინანსების მოძიებას (co-share): თანადაფინანსებას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა, მაგ.: ფულადი, პროექტისათვის უფასოდ დათმობილი მატერიალური ან ტექნიკური ბაზა (მაგ.: ვიდეო–გადაღება, საოფისე მომსახურება, მონტაჟი, თეატრალური კოსტიუმი, მუსიკალური გაფორმება, მოწყობილობა ღონისძიების ჩასატარებლად, პროექტორი, ეკრანი და ა.შ.) ოფისი ან საკონფერენციო ფართი ან თუნდაც ადამიანური რესურსი, რაც სხვა შემთხვევებში თანხა ეღირებოდა;
  • პროექტების შერჩევა და შეფასება მოხდება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ;
  • შესარჩევი კომისია განიხილავს მხოლოდ იმ განაცხადებს, რომლებიც მითითებულ ვადაში და თანდართულ სააპლიკაციო ფორმაში სრულად იქნება წარმოდგენილი.

 

კონკურსი მხარს დაუჭერს შემდეგ პრიორიტეტულ თემატიკას:

  • ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა;
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;
  • გარემოს დაცვა;
  • მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში;
  • მოხალისეობის პოპულარიზაცია;
  • ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;
  • სოციალური ინკლუზია და მოწყვლადი ჯგუფების დახმარება, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის;
  • ადგილობრივი სათემო პრობლემების მოგვარება (სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის მედიის, არასამთავრობო სექტორის, სახელმწიფო დაწესებულებებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით);
  • ტოლერანტობა და მრავალფეროვნება;
  • საქართველო და ევროკავშირი (დასავლური ღირებულებები, ევროინტეგრაცია);
  • სხვა.

 

წარსადგენი განაცხადის პაკეტი მოიცავს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • პროექტის განაცხადი – მომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას, დანართი 1.
  • საგრანტო პროექტის განმახორციელებელი გუნდის ძირითადი წევრების რეზიუმეები (CV).
  • საგრანტო ბიუჯეტი, დანართ 2-ში მოცემული ფორმის მიხედვით.
  • განმცხადებლების ბოლო 6 თვის მანძილზე განახლებული ამონაწერი იურიდიულ პირთა რეესტრიდან

 

ბიუჯეტით დაშვებული ხარჯები: 

  • შრომის ანაზღაურება (ხელფასები/ჰონორარები);
  • მიმდინარე საოფისე, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯები;
  • საოფისე ტექნიკა და ინვენტარი, რომლებიც აუცილებელია საგრანტო პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად;
  • ღონისძიებების ორგანიზების ხარჯები.

 

კონკურსის ფარგლებში არ დაფინანსდება: 

  • წვეულებასთან დაკავშირებული ხარჯები (ალკოჰოლის შესყიდვა, ბანკეტი და არამიზნობრივი შეხვედრებისათვის საჭირო თანხები);
  • კომუნალური გადასახადები და ნებისმიერი სხვა ხარჯი, რომელიც არ უკავშირდება ინიციატივის მიზნებს;
  • საქველმოქმედო ღონისძიებები.

 

შერჩევის კრიტერიუმები

წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

 

 კრიტერიუმიმაქსიმალური ქულა
1წინადადების შესაბამისობა კონკურსის მიზნებსა და პირობებთან20
2განაცხადის გამართულობა

– მკაფიოდ და თანმიმდევრულად წარმოდგენილი წინადადება

– მკაფიო კავშირი გრანტის აქტივობებსა და შედეგებს შორის

20
3მოსალოდნელი შედეგი და გავლენა საზოგადოების და კონკრეტული თემის საჭიროებებზე20
4თანამშრომლობა დაინტერესებულ მხარეებთან10
5ლოგიკური და რეალისტური სამოქმედო გეგმა, შესაბამისი აქტივობებითა და გრაფიკით15
6ბიუჯეტის ხარჯთეფექტურობა, თანადაფინანსება და შესაბამისობა წარმოდგენილ საგრანტო პროექტთან15
          სულ100

 

საპროექტო განაცხადის მომზადებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები:

განაცხადის შევსებისას ყურადღება მიაქციეთ ისეთ ტექნიკურ მოთხოვნებს, როგორიცაა:

  • საოფისე პროგრამა, რომელშიც უნდა მომზადდეს განაცხადი (WORD, PDF);
  • ფონტი, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული დოკუმენტის მომზადებისას (sylfaen, calibri);
  • შრიფტის ზომა (11, 12);
  • ტექსტებს შორის ინტერვალი (1.0, 1,15);
  • სააპლიკაციო ფორმაში მითითებული გვერდების რაოდენობის დაცვა;
  • განაცხადის გაგზავნის ფორმა – ელექტრონული ფოსტით.

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 

შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გაიგზავნოს 2023 წლის 30 ნოემბრის 18:00 საათამდე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] ელექტრონული წერილის თემად (subject) მიუთითოთ: “Grants for Youth   initiatives“.

 

გამოგზავნის შემდეგ მიიღებთ საპასუხო წერილს იმის თაობაზე, რომ თქვენი განაცხადი  მიღებულია.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: 

საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება ZOOM პლატფორმის მეშვეობით შემდეგ დღეებში:

14.11.2023 – 12:00 სთ

27.11.2023 –   12:00 სთ

საკონსულტაციო შეხვედრების ბმული:

https://us02web.zoom.us/j/85949310635?pwd=L1JhalUwaDBKT244ZHZhWkhjVnNQZz09

Meeting ID: 859 4931 0635

Passcode: 389702

 

 

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64; ტელ: 0431 251330

საკონტაქტო პირი: მარიამ ლომიძე

მობ: 577 109 081

ელ–ფოსტა: [email protected]

 

მოუთმენლად ველით თქვენი განაცხადების მიღებას.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content