გამარჯვებული პროექტი “ახალგაზრდები დღეს” აჭარიდან

„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“
 პროექტი „ახალგაზრდები დღეს“ ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია, რომელსაც ააიპ „ახალგაზრდები საზოგადოებრივი ინტერესებისთვის“ ახორციელებს.
„არასამთავრობო და კერძო სექტორში რამდენიმეწლიანი მუშაობის და დაკვირვების შედეგად მივხვდი, რომ ჩვენ, ახალგაზრდები, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე ვდგავართ. განსაკუთრებით აღსანიშნავია თანამედროვე შრომის ბაზრის გამოწვევები როგორებიცაა ახალგაზრდების ცნობიერების დაბალი დონე და კომპეტენციების ნაკლებობა, კერძო სექტორის მხრიდან სამუშაოს მაძიებლებთან არასრულფასოვანი კომუნიკაცია და კადრის შერჩევის არაჯანსაღი პროცესი. რეგიონში ამ კუთხით პრობლემების მოგვარების ხელშეწყობის მიზნით გადავწყვიტეთ შეგვექმნა ერთგვარი საშუამავლო პლატფორმა, რომელიც დასაქმების მსურველ ახალგაზრდებს პროფესიულად გააძლიერებს და უკვე გადამზადებულ და კონკურენტუნარიან კადრს შესთავაზებს ბიზნესს.
პროექტის შედეგად, აჭარის რეგიონში მცხოვრებ 18-29 წლამდე ახალგაზრდებსა და რეგიონში მოქმედ ბიზნეს სუბიექტებს, რომლებიც უკვე გაწევრიანდნენ Facebook ჯგუფში ბათუმის ბიზნეს ქსელი/Batumi Business Networking, ერთმანეთთან კომუნიკაციის შესაძლებლობა ექნებათ. ქსელის საშუალებით, ადგილობრივი ბიზნეს სუბიექტები და კომპანიები წარადგენენ მათ საქმიანობას და გააცნობენ ქსელის წევრებს თავიანთ კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობებს. ხოლო ახალგაზრდებს მუდმივად ექნებათ წვდომა სიახლეებსა და გამოცხადებულ ვაკანსიებზე. ასევე, ვორქშოფებისა და კონსულტაციების გზით 30 ახალგაზრდას გავაძლიერებთ, რის შედეგად, მათ რეალური დასაქმების შანსი ექნებათ. პროექტის დამსახურებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და ამ მიმართულებით მომავალში კიდევ უფრო მეტის გაკეთებას ვგეგმავთ“.
ინიციატივა ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.
 პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content