ახალგაზრდების განვითარების და მოხალისეობის ხელშემწყობი პროგრამების საჯარო განხილვა თბილისში

2023 წლის 20 დეკემბერს, ქ. თბილისში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და მცხეთა–მთიანეთის ჰაბებთან– “საზოგადოება “ბილიკი””, “სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი”, “უკეთესი მომავლისთვის” პარტნიორობით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში ახალგაზრდების განვითარების და მოხალისეობის ხელშემწყობი პროგრამების საჯარო განხილვა გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და მცხეთა–მთიანეთის ახალგაზრდებისთვის სახელმწიფოს 2023-2026 წწ. ახალგაზრდული სტარატეგიის წარდგენა და მის ფარგლებში გაწერილი სამოქმედო გეგმისა და დაგეგმილი აქტივობების გაცნობა. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა იმუშავეს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიით გათვალისწინებულ ისეთ თემებზე, როგორებიცაა ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა; ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაძლიერება; ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება; ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში და ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სისტემის გაუმჯობესება. ღონისძიებას შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და მცხეთა–მთიანეთის ახალგაზრდები, ახალგაზრდული საბჭოების, მერიის ახალგაზრდული საბჭოს, ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვორკშოფის შედეგად გამოკვეთილი იდეები 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმაში ასახვისათვის წარედგინება ახალგაზრდობის სააგენტოს.
 ვორკშოფი ორგანიზებული იყო ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და
ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content