ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის ( Housemaster 5 )
სახელი: ჩემი სახლის მმართველი–სწავლა მომავლისთვის განხორციელების პერიოდი: 15.04.2022-31.12.2023 განხორციელების არეალი: საქართველო
დონორები/პარტნიორები:
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო (AA)
ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში (IWO e.V)
ჰანზა პარლამენტი – Hanse Parlament e.V. (Hamburg)
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ (CHCA)
სრულიბიუჯეტი: 124,648.09 € პროექტისგანსახორციელებლად EDEC-ისმიერმიღებულიბიუჯეტი: 31,256 € მიზანი: შენობა-ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის (ჰაუსმასტერი) პროფესიული პროგრამის დანერგვა საქართველოში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პროფესიული კოლეჯების, სამშენებლო კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით. დუალური განათლების გერმანული მოდელისა და მიდგომების გაზიარება სამიზნეჯგუფ(ებ)ი: ახალგაზრდები, პროფესიული კოლეჯების, სამშენებლო კომპანიების, სასტუმროების, ადგილობრივი თვითმმართველობების, ცენტრალური ხელისუფლების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებულ პირები ბენეფიციარები: ახალგაზრდები, პროფესიული კოლეჯების, სამშენებლო კომპანიების, სასტუმროების, ადგილობრივი თვითმმართველობების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებულ პირები განხორციელებული აქტივობები:
ჩატარდა ადგილობრივი შრომის ბაზრის კვლევა საბინაო სექტორში პროფესიული გადამზადების პროგრამების საჭიროებების გამოსავლენად
შემუშავდა საბინაო სექტორის საჭიროებებზე დაფუძნებული პროფესიული განათლების პროგრამა
მოეწყო მრგვალი მაგიდის შეხვედრები, საბინაო სექტორში არსებული გამოწვევების თემაზე დაინტერესებული მხარეების ჩართულობით
გაძლიერდა საბინაო სექტორში მოქმედი კერძო სექტორის შესაძლებლობები
შეიქმნა ვებ – პლატფორმა შენობა-ნაგებობის მოვლისა და სახლის მართვის საკითხებზე
მომზადდა ტრენინგ პროგრამა დუალური განათლების სისტემის შესახებ, პროფესიული კოლეჯების პედაგოგებისთვის და საწარმოს მენტორებისთვის
შემუშავდა პროფესიული და კარიერული კონსულტაციის ინსტრუმენტი
მიღწეული შედეგები
საბინაო სექტორში პროფესიული გადამზადების პროგრამების საჭიროებების გამოვლენის მიზნით ჩატარდა შრომის ბაზრის კვლევა
კოლეჯ „ახალი ტალღის“ პროფესული მომზადების პროგრამას „შენობა ნაგებობისა და მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლისა და ტექნიკური შემოწმების სამუშაოები“ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა განხორციელების უფლება
აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს მხარდაჭერით 23 ადამიანი ჩაერთო 360 საათიან შენობა ნაგებობების მოვლის სპეციალისტის ტრენინგ პროგრამაში
საბინაო სექტორში მოქმედი კერძო სექტორის დუალური განათლების სფეროში შესაძლებლობების გაძლიერებისთვის 55 საათიანი ტრენინგ პროგრამა მომზადდა და გადაეცა პროფესიულ კოლეჯებს
დუალური განათლების სისტემის შესახებ ტრენინგ პროგრამა და კარიერული კონსულტაციის ინსტუმენტი გადაეცა კოლეჯებს „ახალი ტალღა“ „კონსტრუქტ2“ „ბლექსი“
პროფესიული კოლეჯებისა და საწარმოების წარმომადგენლებისთვის მოეწყო ტრენინგები, ონლაინ შეხვედრები და ინდივიდუალური კონსულტაციები გერმანელი ექსპერტების ჩართულობით
15 -მა მასწავლებელი და კონსულტანტი პროფესიული კოლეჯებიდან, სავაჭრო–სამეწარმეო პალატიდან და საწარმოებიდან აიმაღლა კვალიფიკაციას დუალური განათლების გერმანული სისტემის შესახებ
განახლდა ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ვებ გვერდიgov.ge, მუნიციპალურ პროგრამებში დისტანციურად მონაწილებისა და მუნიციპალიტეტებთან ეფექტური კომუნიკაციის მიზნით
საბინაო სექტორში არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების თემაზე სამიზნე აუდიტორიის ჩართულობით მოეწყო ორი რგვალი მაგიდა და ფორუმი