თამუნა ბიგანიშვილი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს 2019 წლიდან შემოუერთდა. ის იყო დასაქმების კონსულტანტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის!” ფარგლებში. ამჟამად თამუნა პროექტის „უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში კარიერის მართვის და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით“ კოორდინატორია.
თამუნამ უმაღლესი განათლება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის – სოციოლოგიის მიმართულებით მიიღო. ხოლო მეორადი პროფესია პოლიტოლოგობა გახლავთ.