სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში

სახელი: სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში

განხორციელების პერიოდი: 01.11.2023–30.04.2026

განხორციელების არეალი: იმერეთი, შიდა ქართლი

 

დონორები/პარტნიორები:

  1. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ)
  2. Childfund Deutschland E.V, (გერმანია)

 

სრული ბიუჯეტი: 351,788.00 €

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 308,421.95 €

მიზანი: საქართველოში ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოება და გაუმჯობესება, სოციალური სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერებით და პროფესიული სწავლებით

სამიზნე ჯგუფ(ებ): სტუდენტები, პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლები, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები

ბენეფიციარები: სტუდენტები, პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლები, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები

დაგეგმილი აქტივობები:

  1. ოთხი საპილოტე პროფესიული სასწავლებლის შერჩევა იმერეთის და შიდა ქართლის რეგიონებში
  2. სოციალური მეწარმეობის სასწავლო პროგრამების განახლება EDEC-ის და Childfund-ის მასალებზე, სტუდენტური სოციალური საწარმოების გერმანულ და უკრაინულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სოციალური მეწარმეობის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით
  3. სამუშაო შეხვედრების ორგანიზება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრთან და პროფესიული უნარების სააგენტოსთან პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდების და პროფესიულ სასწავლებლებში სოციალური მეწარმეობის სასწავლო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით
  4. 6 საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზება საპილოტე პროფესიულ სასწავლებლებთან ერთად სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციის და განათლების, კერძო სექტორის, მედიის, სამოქალაქო ორგანიზაციების, სამთავრობო ინსტიტუტებისა და ხელისუფლების (180 მონაწილე) წარმომადგელელთან თანამშრომლობის გაფართოების მიზნით. ძლიერი შიდა ქსელის შექმნა
  5. 5 დღიანი ტრენინგი (პირისპირ ფორმატში) სოციალური მეწარმეობის და მისი სწავლების მეთოდების შესახებ საპილოტე პროფესიული სასწავლებლის მასწავლებლების მონაწილეობით ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით
  6. 5 დღიანი ტრენინგი (3 დღე პირისპირ და 2 დღე ონლაინ) სოციალური მეწარმეობის შესახებ 12 არასაპილოტე პროფესიული სასწავლებლის 12 მასწავლებლის მონაწილეობით ქართველი ექსპერტების ჩართულობით და საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერით
  7. სტუდენტური სოციალური საწარმოების განვითარებისთვის, 4 საპილოტე პროფესიულ სასწავლებელში ლაბორატორიების შექმნა/ფუნქციონირება
  8. სოციალური მეწარმეობის შესახებ 4 თვიანი ტრენინგ–კურსი, 4 საპოლოტე პროფესიული სასწავლებლის 120 სტუდენტისთვის
  9. 24 საინფორმაციო შეხვედრა არასაპოლოტე პროფესიულ სასწავლებლებში, სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციის და სტუდენტური სოციალური საწარმოების შესახებ
  10. საინფორმაციო და სარეკლამო კამპანია – სტუდენტური სოციალური საწარმოების თემაზე ვიდეო–რგოლების გადაღება
  11. სტუდენტური სოციალური მეწარმეობის იდეების საგრანტო კონკურსი – მინიმუმ 10 სოციალური საწარმოს დაარსება

 

    მოსალოდნელი შედეგები :

  1. სოციალური მეწარმეობის თემა ინტეგრირებულია იმერეთისა და შიდა ქართლის 4 პროფესიული სასწავლებლის სასწავლო პროგრამაში
  2. ინოვაციური, პრაქტიკაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო კონცეფციის დახმარებით, პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელები აღჭურვილი არიან უნარით დამოუკიდებლად გაუზიარონ სტუდენტებს სოციალური სტუდენტური კომპანიების წარმართვის მეთოდები სოციალური სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით
  3. სტუდენტური სოციალური საწარმოების განვითარებისთვის 4 პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე შექმნილია ლაბორატორიები
  4. იმერეთისა და შიდა ქართლის ახალგაზრდები კარგად იცნობენ სოციალური საწარმოს მოდელს და შეუძლიათ სოციალური მეწარმეობის უნარების წარმატებით გამოყენება
  5. იმერეთსა და შიდა ქართლში შექმნილია 10 ახალი სტუდენტური კომპანია, რომლებიც ხელს უწყობენ ადგილობრივი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და გაძლიერებულია ეროვნული სოციალური სამეწარმეო ეკოსისტემა

Skip to content