24 მარტს, ოზურგეთში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, გურიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ვორკშოპი ჩატარდა.
“ქალების ემანსიპაციის ისტორია – განათლების, შრომისა და საკუთრების, თვითგამოხატვის, ძალადობისაგან თავისუფლების, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის უფლებების სფეროში, უფლებებისათვის ბრძოლის ქართული ისტორია, ქართულ განმანათლებლობასა და 1918-1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლი – ეს გახლდათ ოზურგეთში ორგანიზებული ვორკშოფის ძირითადი საკითხები, რომელიც გურიის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის და გურიის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას ფილოსოფოსი, მკვლევარი, ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლელა გაფრინდაშვილი უძღვებოდა.
ვორკშოფი ორგანიზებული იყო განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.
პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).