5 დღიანი ტრენერთა ტრენინგი საპილოტე პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებისთვის დასრულდა

დასრულდა  5 დღიანი ტრენერთა ტრენინგი საპილოტე პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებისთვის, რომლის მიზანი იყო მეწარმეობის მასწავლებლებისთვის სოციალური მეწარმეობის მოდულის,  სწავლა–სწავლების მეთოდების გაცნობა და მათი მომზადება სტუდენტებთან სოციალური მეწარმეობის 4 თვიანი ტრენინგ-კურსის ჩატარებისათვის.

ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაიგოთ მეტი  სოციალური მეწარმეობის არსის, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG),  სოციალური მეწარმეობის და მასთან  დაკავშირებული სტერეოტიპების შესახებ, გაეცნობოდნენ სოციალური საწარმოს მართვისა და ორგანიზაციული კულტურის თავისებურებებს, შეესწავლათ მეწარმეობასთან დაკავშირებული  სამართლებრივი საკითხები და გაეზიარებინათ   სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო გამოცდილება.   

ტრენინგში მონაწილეობდნენ პროექტის ფარგლებში შერჩეული საპილოტე პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები: კოლეჯი „იბერია“, სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული ცენტრი და კოლეჯი „განთიადი“.

მონაწილეებს ტრენინგის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები გადაეცათ. 

ტრენინგი გაიმართა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით პროექტის  „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ ფარგლებში, რომელსაც   განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, Childfund Deutschland E.V, (გერმანია) პარტნიორობითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით ახორციელებს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content