4-10 ივნისს, შიდა ქართლის სკოლების (გორის I, მე-8, მე- 9, მე-12, მე-10 საჯარო სკოლები, სკოლა თამარიონი, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია, სკოლა ეისი) უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის ვორქშოპი ჩატარდა, რომლის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებისთვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების გაცნობა და სოციალური მეწარმეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება. ვორკშოფის მონაწილე მოსწავლეებს ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ სოციალური მეწარმეობის თემაზე მიეღოთ, როგორც თეორიული ცოდნა, ასევე ჩართულიყვნენ პრაქტიკულ აქტივობებში.
ვორკშოფი ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში კარიერის მართვის და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით“ ფარგლებში.
პროექტის მიზანია უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ახალგაზრდების, დემოკრატიულ საქმიანობაში და შრომის ბაზარში ჩართვის ხელშეწყობა, სოციალური უთანასწორობის შემცირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მდგრადი განვითარების გზით.
პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებია: Childfund Deutschland E.V, (გერმანია), სამეწარმეო სკოლა (უკრაინა), არასამთავრობო ორგანიზაცია “Vesta” (მოლდოვა), ECOVISIO (მოლდოვა), CODE სოციალური მეწარმეობის ჰაბი (სომხეთი) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (საქართველო).