სასწავლო ვიზიტი ჰამბურგში

ჰამბურგში, ჰანზა პარლამენტის ორგანიზებით, პროფესიული სასწავლებლების, საქართველოს სავაჭრო სამეწარმეო პალატის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის 5 დღიანი სასწავლო ვიზიტი მოეწყო, რომლის მიზანი იყო ვიზიტის მონაწილეებისთვის გერმანული დუალური/ტრიალური განათლების სისტემის მუშაობის ჩვენება, ასევე სამდონიანი პროფესიული განვითარების ცენტრების კონცეფციის გაცნობა და  გერმანული პარტნიორობის ფარგლებში ამ კონცეფციის საქართველოში დანერგვის პერსპექტივების შესახებ მსჯელობა.

სასწავლო ვიზიტი მოიცავდა ინტენსიურ შეხვედრებს, სემინარებსა და კონსულტაციებს პროფესიულ სასწავლებლებთან, ტრენინგ კომპანიებთან, სავაჭრო პალატასთან, ჰამბურგის პროფესიული განათლების და სწავლების ინსტიტუტთან, რომელთა ფარგლებში  მონაწილეებმა გაიზიარეს ღირებული ინფორმაცია და ცოდნა საქართველოში პროფესიული განათლების გასაუმჯობესებლად.

სასწავლო ვიზიტში  განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC),  საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი” (CHCA), საქართველოს სავაჭრო სამეწარმეო პალატის, პროფესიული კოლეჯის „ახალი ტალღა“ წარმომადგენლები და სხვა პირები მონაწილეობდნენ.

სასწავლო ვიზიტი გაიმართა პროექტის  „ჩემი სახლის მმართველი – პროფესიული კვალიფიკაცია” ფარგლებში, რომელსაც „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი  (EDEC), ჰანზა პარლამენტი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი (CHCA), გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ფინანსური მხარდაჭერით  ახორციელებს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content