დასაქმების ფორუმის ორგანიზება და ჩატარება, შრომის ბაზარზე ელემენტარული წესების შესახებ მოკლევადიანი ტრენინგ – სემინარების მომზადება და ჩატარება სამუშაოს მაძიებელთათვის

სახელი: დასაქმების ფორუმის ორგანიზება და ჩატარება, შრომის ბაზარზე ელემენტარული წესების შესახებ მოკლევადიანი ტრენინგ – სემინარების მომზადება და ჩატარება სამუშაოს მაძიებელთათვის

განხორციელების პერიოდი: 05.2021–07.2021

განხორციელების არეალი: ბათუმი

დონორები/პარტნიორები: სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო

სრული ბიუჯეტი: 14,200 GEL

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 14,200 GEL

მიზანი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში მოქმედი ორგანიზაციებისა და სამუშაოს მაძიებლების ერთმანეთთან დაკავშირება

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში მოქმედი ორგანიზაციები და სამუშაოს მაძიებლები

ბენეფიციარები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში მოქმედი ორგანიზაციები და სამუშაოს მაძიებლები

განხორციელებული აქტივობები:

  1. ორგანიზება გაეწია და ჩატარდა დასაქმების ფორუმი
  2. სამუშაოს მაძიებელთათვის მომზადდა და ჩატარდა შრომის ბაზარზე ელემენტარული წესების შესახებ მოკლევადიანი ტრენინგ-სემინარები

 

მიღწეული შედეგები:

  1. ჩატარდა დასაქმების ფორუმი რომელშიც 400-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი მონაწილეობდა. ფორუმზე აჭარის რეგიონის 65–მა მცირე, საშუალო და მსხვილმა ბიზნესმა 1000-ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა
  2. 100-მდე სამუშაოს მაძიებელს ჩაუტარდა მოკლევადიანი ტრენინგ–სემინარი, სადაც მათ შეისწავლეს რეზიუმეს სწორად შევსება და სამოტივაციო წერილის შედგენა და მიიღეს ინფორმაცია დამსაქმებელთან კომუნიკაციის ეტაპებისა და ეფექტური გასაუბრების ტექნიკების შესახებ

Skip to content