შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობა

სახელიეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთაპროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობა

განხორციელების პერიოდი: 01.04.2019 – 31.12.2019

განხორციელების არეალი: ბათუმი

დონორები/პარტნიორები: სსიპ აჭარის ავტონომიურირესპუბლიკის დასაქმების სააგენტო

სრული ბიუჯეტი: 18,000 GEL

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 18,000 GEL

მიზანი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული და პრაქტიკული უნარების შეძენა – განვითარებითა და ინდივიდუალურ უნარებზე მორგებული პროფესიული სასწავლო კურსის შეთავაზებით

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შეზღუდული შესაძლებლობისმქონე პირები, კერძო სექტორი, ადგილობრივიხელისუფლება

ბენეფიციარები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

განხორციელებული აქტივობები:

1. შეფასდა 20 პირის შრომითი და პროფესიულიუნარები
2. გამოიკითხა რეგიონულ შრომის ბაზრზე ოპერირებადი 20 კომპანია
3. განისაზღვრა ქვეპროგრამის მოსარგებლეთა პროფესიები, შედგა განათლების და კარიერული განვითარების გეგმები
4. პროფესიულ უნარებში 200 საათიანი თეორიული და პრაქტიკული კურსი და 120 საათიანი სუბსიდირებადი სტაჟირება / საწარმოო პრაქტიკა გაარა 8 მოსარგებლემ
5. განხორციელდა ქვეპროგრამის ანალიტიკური შეფასება

მიღწეული შედეგები:

1. 8 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმაგაიარა პროფესიული გადამზადების 200 საათიანი კურსი და დაეუფლა კონდიტერიის, ფრჩხილის მომსახურების სპეციალისტის, მასაჟისტ რეაბულიტატორის, თეატრალურითოჯინების და რეკვიზიტების მოდელირება და კერვის, საოფისე საქმის სპეციალისტისპროფესიებს
2. კურსის დასრულების შემდეგ ბენეფიციარებიჩაერთნენ 120 საათიან სამუშაოზე მიმაგრებულისტაჟირების პროგრამაში, რომელიც სოციალურსაწარმოშიადამიანი მოქმედებაში“ და სასტუმროშიჰილტონი, საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“, ავეჯის საწარმო შპს „ავანგარდი“, სოციალური საწარმო „ადამიანი მოქმედებაში, ქალაქ ბათუმის მერია განხორციელდა
3. 6 პირი დასაქმდა მუდმივ სამუშაოზე

 

Skip to content