ახალგაზრდული ცენტრის წევრების შთამაგონებელი ვიზიტი კოკა-კოლაში

30 ივლისს, ახალგაზრდული ცენტრის  წევრები შთამაგობებელი სასწავლო ვიზიტით  კოკა-კოლას ქარხანაში იმყოფებობდნენ. სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო ახალგაზრდებში მეწარმეობის უნარების განვითარება. 35 წევრისგან შემდგარ ჯგუფს ჰქონდა უნიკალური შესაძლებლობა შეხვედროდა ბიზნესმენსა და კოკა-კოლა ჯორჯიას დამფუძნებელს ბ-ნ თემურ ჭყონიას და უშუალოდ მისგან მოესმინა ძალიან საინტერესო ისტორია საქართველოში კოკა-კოლას დაბადების შესახებ.

სასწავლო ვიზიტი სავსე იყო სიურპრიზებით, ამბებით კოკა-კოლას ბრენდის მოგზაურობაზე დაარსებიდან დღემდე – მის საკულტო სტატუსამდე. ახალგაზრდული ცენტრის წევრები მოხიბლული იყვნენ კოკა-კოლას მუზეუმით, სადაც წარმოდგენილი იყო ბოთლების განსაცვიფრებელი ასორტიმენტი, თითოეული ყვებოდა საკუთარ ისტორიას სხვადასხვა დიზაინის საშუალებით, რომლებიც აღნიშნავენ განსაკუთრებულ მოვლენებს. ერთ-ერთი ასეთი გახლდათ ბოთლებზე დატანილი საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების სახეები, რომელიც  2024 წლის ევროპის ჩემპიონატს უკავშირდება და კიდევ ერთხელ ადასტურებს ბრენდის ინოვაციური კულტურის  სპორტთან კავშირს.

დიდი მადლობა კოკა-კოლას დაუვიწყარი გამოცდილებისთვის!

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content