ტენდერი – ვებ–გვერდის განახლება, ქვე–გვერდის შექმნა

არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემების გადაწყვეტის მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა.

 

2023 წლიდან ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს „უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში კარიერის მართვის და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით“. პროექტის მიზანია უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ახალგაზრდების, დემოკრატიულ საქმიანობაში და შრომის ბაზარში ჩართვის ხელშეწყობა, სოციალური უთანასწორობის შემცირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მდგრადი განვითარების გზით.

პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებია: Childfund Deutschland E.V, (გერმანია), სამეწარმეო სკოლა (უკრაინა), არასამთავრობო ორგანიზაცია “Vesta” (მოლდოვა), ECOVISIO (მოლდოვა), CODE სოციალური მეწარმეობის ჰაბი (სომხეთი) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (საქართველო).

პროექტის ერთ–ერთი აქტივობაა: საქართველოს სოციალურ საწარმოთა ალიანსის არსებული ვებ–პლათფორმის https://seageorgia.ge/ განახლება და ცვლილებების შეტანა, ქვე–გვერდის შექმნა. აღნიშნული ვებ-პლათფორმა და ქვე-გვერდი  სოციალური მეწარმეობის შესახებ ონლაინ-ტრენინგ–კურსების, ვებინარების, საუკეთესო პრაქტიკის და ნასწავლი გაკვეთილების გაზიარების  საშუალებით ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის იდეის პოპულარიზაციას და სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნისა და უნარების განვითარებას. შედეგად ვებ–პლათფორმა უნდა გახდეს თანამედროვე, მოქნილი, მარტივად მართვადი და მრავალფუნქციური.

 

ვებ-პლატფორმის მომზადებაზე პასუხისმგებელია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, რომელსაც აღნიშნული დავალების განსახორციელებლად ესაჭიროება ვებ დეველოპერი.

 

2. ტექნიკური დავალების მიზანი

2.1 სოციალურ საწარმოთა ალიანსის ვებ-გვერდის https://seageorgia.ge/ განახლება (უნიკალური კორპორატიული დიზაინის განახლება), ცვლილებების შეტანა, ქვე-გვერდის შექმნა და გამართული თანამედროვე, მოქნილი, მარტივად მართვადი და მრავალფუნქციური საქმიანობის უზრუნველყოფა. გვერდის საშუალებით სოციალური მეწარმეობის შესახებ ონლაინ-ტრენინგ–კურსების, ვებინარების, საუკეთესო პრაქტიკის და ნასწავლი გაკვეთილების გაზიარება, ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის იდეის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნისა და უნარების განვითარება.

 

3.  კონკრეტული დავალება

3.1 კორპორატიული დიზაინის განახლება – ვიზუალური იდენტობის გზამკვლევმა WCAG 2.1 სტანდარტების[1] გათვალისწინებით მოიცვს (შესაძლებელია არ შემოიფარგლოს) შემდეგს:

– ლოგოტიპი, ლოგოტიპის სრული აკრონიმით და მათ გარეშე (ქართულ და ინგლისურ ენებზე) დასახელებით მონოქრომული ვერსია ლოგოტიპის უსაფრთხოების ზონები, ლოგოს პროპორციები, ლოგოს არასწორი გამოყენება, მაგალითები სხვადასხვა გარემოში მათ შორის ფოტოზე გამოყენებისთვის

– ლოგოს მონაცემების შემუშავება ბეჭდვითი და ციფრული გამოყენებისთვის მათ შორის უარყოფითი ვერსიები (ვექტორული მონაცემები, პიქსელის მონაცემები)

– კორპორატიული ფერების განმარტება (პანტონი, CMYK, RGB);

– კორპორატიული ფონტის განმარტება[1] (ქართული და ინგლისური);

– ტიპოგრაფიული იერარქიის განმარტება;

– კორპორატიული სტილის კონცეფცია, მათ შორის შაბლონები ელ.ფოსტის, Microsoft Word-ისა და PowerPoint-ისთვის, სავიზიტო ბარათების, საქმიანი/ოფიციალურიწერილების, სერთიფიკატების და სხვა საკანცელარიო ნივთების, პლაკატების, როლაპების, ბეჭდურისაინფორმაციო მასალის მაგალითები

3.2 ვებპლატფორმის განახლება და ქვე-გვერდი WCAG 2.1 შექმნაახალი ვებ გვერდის აწყობა პროექტის გუნდის იდეების გათვალისწინებით (დანართი #2– ვებ-გვერდის საბოლოო დიზაინის (Mockup) შემუშავება და ფუნქციონალის აღწერილობა) უნდა იყოს (შესაძლებელია არ შემოიფარგლოს): (იხ. დანართი #2)

  • WCAG 2.1 სტანდარტებთან შესაბამისი;
  • ორენოვანი – ქართულ და ინგლისურ ენაზე (ტექსტი მიწოდებული იქნება პროექტის გუნდის მიერ);
  • ქართულენოვანი ვერსია შექმნილი უნდა იყოს შრიფტების უნივერსალურ კოდირებაში (UTF-8);
  • სხვადასხვა მოწყობილობაზე ადაპტირებული (კომპიუტერი, ტაბლეტი, სმარტფონი);
  • ყველა ძირითად ოპერაციულ სისტემაში (Windows, Linux, Android, Mac, iOS) და ყველა პოპულარულ ვებ-ბრაუზერში (Microsoft Edge, Mozilla, Chrome, Opera, Safari) ეფექტურად მომუშავე;
  • სოციალურ ქსელთან ინტეგრირებული (მესენჯერი, გაზიარება, მოწონება, კომენტარი);
  • საძიებო სისტემასთან ოპტიმიზებული;
  • ანალიტიკური – იძლეოდეს ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობას (მაგ. Google Analytics);
  • მოქნილი–სამომავლო ზრდის გათვალისწინებით; მაგ., უნდა იძლეოდეს ქვე-გვერდების მარტივი და ხარჯ–ეფექტური დამატების და/ან შეცვლის შესაძლებლობას;
  • მარტივად მართვადი – უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას შერჩეული პერსონალისთვის შეცვალონ ვებგვერდის ელემენტარული შინაარსი (მაგ: ტექსტი და სურათები).
  • სრულად თავსებადი უნდა იყოს მობილურ ვერსიასთან PWA (Progressive Web Apps);
  • უნდა იყოს AMP-friendly, SSL-friendly, UX-friendly, SEO-friendly – რედაქტირებადი URL-ებით;
  • უნდა იყოს სოციალურ ქსელებთან ინტეგრირებული (Messenger, Share, Like, comment);

_______

ეს შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ მაღალი კონტრასტული ლოგოთი და   ფერადი სქემით, ასევე კონტენტს ადვილად გასაგებ ენაზე და ა. შ.

[1]     შრიფტები ხელმისაწვდომი უნდა იყოს Microsoft Office-ის საერთო პაკეტებით

[1]              ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/SEAllianceGeorgia/?locale=ka_GE

  • უნდა იძლეოდეს ანალიტიკის ხელსაწყოების ჩასმის შესაძლებლობას (Google Analytics და სხვა);
  • შემოწმებას უნდა გადიოდეს W3C სტანდარტების (HTML5) შესაბამის ვალიდატორზე (http://validator.w3.org შეცდომის გარეშე);
  • ოპტიმიზებული უნდა იყოს ძირითადი საძიებო სისტემების (Google, yahoo!, Bing, Yandex) მიმართ, ადვილად ჩატვირთვადი მარტივი ინტერფეისით და მოქნილი ნავიგაციით;
  • უნდა იძლეოდეს მომავალში ფუნქციონალის გაზრდის, სხვადასხვა კომპონენტის დამატების ან/და ცვლილების შესაძლებლობას;
  • უნდა უყოს უახლესი ტექნოლოგიებით აგებული (მაგ: HTML5, CSS3, JavaScript, PHP, MySQL და ა.შ.)
  • არ უნდა იცვლებოდეს ვიზუალურად Javascript-ის ბლოკირების შემთხვევაში;
  • საიტი ადაპტირებული უნდა იყოს უსინათლო და მცირემხედველ  პირებზე, მას უნდა ჰქონდეს კონტრასტის ცვლილების, შრიფტის გადიდებისა და დაპატარავების, ასევე ტექსტის გახმოვანების ფუნქცია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 

3.2.1 ვებ-პლატფორმის და ქვე-გვერდის ტექსტი უნდა მომზადდეს, გამართულ, ლიტერატურულ ენაზე საუკეთესო სამომხმარებლო პრაქტიკის გათვალისწინებით;

3.2.2 უზრუნველყოფილი უნდა იყოს ისეთი ჰოსტინგის მოძიება და გამოყოფა, სადაც ვებ-პლატფორმა თავისუფლად და დაცულად იმუშავებს;

  • ვებ-პლატფორმა და ქვე-გვერდი არ უნდა შეიცავდეს SQL injection, Cross-site Scripting (XSS) საფრთხეს და უნდა იყოს მდგრადი DDos შეტევების მიმართ;

3.3.3 ადმინისტრირების მხარე – ვებ-პლატფორმის სრული მართვა უნდა ხორციელდებოდეს მართვის პანელის საშუალებით;

  • ვებ-პლატფორმის მართვის პანელი უნდა იყოს ადვილად მართვადი და სტაბილური შექმნილი სამომხმარებლო გამოცდილების მიხედვით;
  • სამართავ პანელს უნდა გააჩნდეს მომხმარებლების რეგისტრაცია და უფლებების დელეგირება;
  • შესაძლებელი უნდა იყოს მომხმარებლებისთვის ნებისმიერი უფლების გამოყოფა, ან გამორთვა, მაგალითად ამა თუ იმ კატეგორიაზე, წვდომა, სიახლეების დამატების, რედაქტირების, წაშლის უფლება, მოდერირება და სხვა;
  • ადმინისტრატორს უნდა შეეძლოს მომხმარებლის ჯგუფების იერარქიის მართვა, მომხმარებლებისთვის ახალი ჯგუფების შექმნა, და შექმნილ კატეგორიებში მომხმარებლების ჩამატება/ამოღება;

3.3.4 ვებ-პლატფორმა აგებული უნდა იყოს კონცეფციის შესაბამისად (იხ. დანართი #1)

3.3.5 ვებ-პლატფორმის და მართვის პანელის კოდი უნდა იყოს ხელმისაწვდომი რედაქტირებისთვის. სურვილის შემთხვევაში, ორგანიზაციის მიერ უფლებამოსილ პირს უნდა შეეძლოს ვებ-პლატფორმის პროგრამულ ან ინტერფეისის მხარეს ნებისმიერი ცვლილების შეტანა და ის არ უნდა იყოს შეზღუდული დაშიფრული კოდით;

3.3.6 ვებ-პლატფორმის შექმნისას გამოყენებული პროგრამული კოდი, დიზაინი და გრაფიკული გამოსახულებები უნდა იყოს შემსრულებლის საკუთრება, ან შემსრულებელს უნდა გააჩნდეს მათი კანონიერი გამოყენების უფლება.

3.3.7 შემსყიდველს, შექმნილ ვებ-პლატფორმაზე ვადის განსაზღვრის         გარეშე   (უვადოდ), უნდა გადაეცეს ყველა საავტორო უფლება:

  • შექმნილი პროგრამული კოდი კომპილაციის გარეშე;
  • პროგრამული კოდის ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მთლიანად ან ნაწილობრივ რეპროდუცირების უფლება საჭიროებისამებრ;
  • დიზაინის და გრაფიკული გამოსახულებების ნებისმიერი სახით ცვლილების გამოყენების უფლება;

3.4 უნდა განხორციელდეს ვებ პლატფორმის „ბეტა“ ვერსიის შექმნა და გაშვება, ტესტირება და ხარვეზების აღმოფხვრა;

3.5 უზრუნველყოფილ უნდა იყოს, ორგანიზაციის მიერ ვებ-პლატფორმის ადმინისტრატორის თანამდებობაზე შერჩეული პირის (პირების) სწავლება, შემდგომში ვებ-პლატფორმის სრული ფუნქციონირებისათვის, მართვის განმარტებითი სასწავლო მასალის უზრუნველყოფა;

3.6 ვებ-პლატფორმის ტექნიკური დახმარება უნდა განხორციელდეს 12 თვის განმავლობაში.

4. მეთოდოლოგია

4.1 ვებ–პლატფორმის შექმნისთვის ახალი იდეების, საინტერესო თემების გამოვლენა, ტრენდების, ტენდენციების, საუკეთესო სამომხმარებლო პრაქტიკების მოძიება, გაზიარება და მუდმივი კომუნიკაცია ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ საკონტაქტო პირთან და პროექტის გუნდთან;

4.2 ვებ-პლატფორმის დიზაინის შემუშავების პროცესში კონსულტაცია, ვებინარი, ვორქშოპი, ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ საკონტაქტო პირთან და პროექტის გუნდთან.

5. პროდუქტი
5.1. კორპორატიული დიზაინი – ვიზუალური იდენტობის გზამკვლევი
5.2. ვებ-გვერდი WCAG 2.1 სტანდარტების შესაბამისად
5.3. ვებ–გვერდის მართვის განმარტებითი სასწავლო მასალა და დოკუმენტაცია

6. ტექნიკური დავალების ხანგრძლივობა (აგვისტო 2024 – ოქტომბერი 2022):

6.1 კორპორატიული დიზაინი – ვიზუალური იდენტობის გზამკვლევი (აგვისტო 2024);

6.2 ვებ-გვერდი WCAG 2.1 სტანდარტების შესაბამისად[1], ვებ პლატფორმის „ბეტა“ ვერსიის შექმნა და გაშვება, ტესტირება და ხარვეზების აღმოფხვრა (სექტემბერი – ოქტომბერი 2024);

6.3 ორგანიზაციის მიერ ვებ-პლატფორმის ადმინისტრატორის თანამდებობაზე შერჩეული პირის (პირების) სწავლება, შემდგომში ვებ-პლატფორმის სრული ფუნქციონირებისათვის, მართვის განმარტებითი სასწავლო მასალის უზრუნველყოფა (ოქტომბერი 2024);

6.4 ვებ-პლატფორმის ტექნიკური დახმარება (ოქტომბერი 2024 – ოქტომბერი 2025).

7. ძირითადი მოთხოვნები

7.1 ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს;

7.2 პირს უნდა გააჩნდეს ვებ–პროგრამირების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;

7.3 მსგავსი ტიპის ვებ-პლატფორმების შექმნის გამოცდილება მინუმუმ 2 პლატფორმა;

7.4საკონკურსო განაცხადს თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია მონაწილე პირ(ებ)ის შესახებ:

  •  სახელი, გვარი/სახელწოდება (იურიდიული პირის შემთხევაში)
  • იურიდიული/ფაქტიური მისამართი;
  • პირადი ნომერი ან საიდენტიფიკაცია კოდი;
  • ტელეფონის ნომერი;
  • Cv/რეზიუმე;
  • პორტფოლიო, ინფორმაცია მსგავსი ტიპის პლატფორმების (მინუმუმ 2 პლატფორმა) შექმნის გამოცდილების შესახებ;
  • ხედვა ვებ-პლატფორმის დიზაინისა და ფუნქციონალის შესახებ;
  • შესასრულებული სამუშაოს ბიუჯეტი (დანართი 2-ის მიხედვით)

 ____

4–5 ვებ კონტენტის ხელმისაწვდომობის გაიდლაინები (WCAG) 2.1 უნდა იყოს დაცული, იხ. მაგ, https://www.w3.org/TR/WCAG21/

შენიშვნა: ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, PDF ფორმატში, ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

ტენდერის დროს მიღებულ დოკუმენტებს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი მხოლოდ განხილვის მიზნით გამოიყენებს და არ გაუზიარებს გარეშე პირებს ან ორგანიზაციებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ან პროექტის დამფინანსებლის მოთხოვნის შესაბამისად განსაზღვრული შემთხვევებისა

 

8. ბიუჯეტი და ანგარიშვალდებულების პირობები

8.1 ტენდერის ფარგლებში მოთხოვნილი თანხის ლიმიტი არ არის განსაზღვრული;

8.2 ფინანსური ოპერაციებისას გამოიყენება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმა;

8.3 ანგარიშსწორება მოხდება ორ ეტაპად, თანხის 30 % ჩარიცხვა შესაძლებელია ავანსის სახით, ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ხოლო ხელშეკრულების სრული ღირებულების 70%-ის ანგარიშწორება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღეში.

9. შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები

შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ მონაწილეს.

 

 

9. შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები

შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ მონაწილეს.

შერჩევის კრიტერიუმები:

  1. გამოცდილება – 20 ქულა;
  2. მსგავსი სამუშაოს განხორციელების გამოცდილება (წარმოდგენილი პორტფოლიოს საფუძველზე) – 60 ქულა;

ა. კორპორატიული დიზაინის შექმნა (30 ქულა)

ბ. ვებ გვერდის შექმნა (30 ქულა)

  1. მომსახურების ღირებულება – 20 ქულა.

 

განაცხადი მიიღება ელექტრონულად 2024 წლის 1 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით 21:00 საათამდე მისამართზე:  [email protected] სათაურში მიუთითეთ „ვებ  დეველოპერი“

 

10. დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით:

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

ქ. ქუთაისი, გრიშაშვილის მე-4 შეს. #8 ; ტელ: 0 (431) 251330

საკონტაქტო პირი: ნანა წოწონავა, პროექტის მენეჯერი

ტელეფონი: 597 673750;

ელ-ფოსტა: [email protected]

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content