„დროის ბანკის” შესახებ ტრენინგი ჩატარდა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში პროექტის ახალგაზრდა ლიდერები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის” მონაწილეებს ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმის დროის ბანკის” შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ.

ტრენინგის მიზანს დროის ბანკის, როგორც მოხალისეობის ორმხრივი ფორმის პოპულარიზაცია, დროის ბანკის მუშაობის სპეციფიკისა და პლატფორმის გამოყენების წესების გაცნობა წარმოადგენდა.

ტრენინგი ორგანიზებული იქნა ევროკავშირის პროექტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content