სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის გამოცხადებული იდეების კონკურსის შესახებ ბათუმსა და ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
კონკურსის მიზანია წაახალისოს სოციალური მისიის მქონე წარმატებული საწარმოების დაფუძნება და ამ გზით, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის განვითარებას.
საუკეთესო, სოციალური მისიის მქონე, ინოვაციური ბიზნესიდეის ავტორებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ 2-ეტაპიან საგრანტო კონკურსში და წარმატების შემთხვევაში, რეალობად აქციონ საკუთარი იდეა.
იდეების კონკურსი გამოცხადებულია პროექტის – „სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი „სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა სოციალური და ეკონომიკური ცვლილებებისთვის” ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის(CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (KEDEC) და არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.