2018 წლის პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში გამარჯვებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი” 2019 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობას გეგმავს.
ამ მიზნის მისაღწევად პირველ ეტაპზე ორგანზიაციამ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ბაზაზე თანამშრომლები გადაამზადა.
ერთდღიანი ტრენინგი შემდეგ თემებს მოიცავდა: შშმ პირთა დასაქმება და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა; მორგებული სამუშაო ადგილის შექმნა; სამუშაო ადაპტაციის/სოციალიზაციის ხელშეწყობა; სტიგმა, სტერეოტიპები, ტერმინები და იარლიყები.