ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ეკოლოგიური თემატიკის საზაფხულო სკოლა „ბუნების გულშემატკივრები“ გაიხსნა.
თემატურ სკოლაში ბავშვები სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით დატვირთულ კურსს გაივლიან, აიმაღლებენ ცნობიერებას ნარჩენების მართვის საკითხებში და გამოიმუშავებენ ნარჩენებთან ურთიერთობის საბაზისო უნარებს.
5 დღის განმავლობაში პატარები ინფორმაციას მიიღებენ ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე, როგორიცაა გარემოს დაბინძურება, ნარჩენების წარმოქმნა, მისი გადამუშვება და კომპოსტირება.
თემატური სკოლა ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC)