საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) ერთად მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის აცხადებს კონკურსს ინდივიდუალური კონსულტაციების მისაღებად.
სოციალურ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ პროფესიონალი კონსულტანტების გუნდთან ერთობლივი მუშაობით გააუმჯობესონ საწარმოს საქმიანობის შედეგები, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური კუთხით.
საკონსულტაციო მომსახურების მიღება შესაძლებელია სოციალური შედეგების დაგეგმვის და შეფასების მეთოდების, მარკეტინგულ, ფინანსურ, საგადასახადო და იურიდიულ საკითხებზე.
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა: 2017 წლის 20 იანვარი, 18:00 სთ.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: http://segeorgia.org/nmore.php?NID=292
კონკურსი ცხადდება პროექტის „სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა სოციალური და ეკონომიკური ცვლილებებისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის(CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.