5-22 ივნისის განმავლობაში, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რეგიონულმა ჰაბებმა საქართველოს 10 რეგიონში მოხალისეობის ფორუმები გამართეს.
მოხალისეობის ფორუმების მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციებს ცნობადობის ამაღლებაში, საზოგადოებრივ ჯგუფებთან კომუნიკაციის გაღრმავებასა და მოხალისეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებთან მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებაში.
ფორუმების განმავლობაში, სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი საქმიანობა ფართო აუდიტორიისათვის გაეცნოთ და თავიანთი მოხალისეობის პროგრამები უშუალოდ შეეთავაზებინათ დაინტერესებული ადამიანებისათვის.
პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI),ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ.