ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედებისათვის ოჯახის დაგეგმვის თემაზე სემინარი ჩატარდა. სემინარს მოწვეული ექსპერტი, ორგანიზაციის “Iner Georgia” წარმომადგენელი, ნანა ნებიერიძე უძღვებოდა.
ოჯახის დაგეგმვა თანამედროვე რეალობაში ჯანსაღი ურთიერთობებისა და თანაცხოვრების მთავარი შემადგენელი ნაწილია. ის ეხმარება წყვილებს სწორად წარმართონ ოჯახური ურთიერთობები, წინასწარ განსაზღვრონ ოჯახში ბავშვთა რაოდენობა, შეძლონ ჯანმრთელი შვილების გაჩენა, გათვალონ მშობიარობებს შორის შუალედები და აიცილოთ თავიდან არასასურველი ორსულობა და აბორტი.
სემინარი ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. იმერეთში პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).