ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის გამოხატვის თავისუფლების თემაზე ტრენინგ-სემინარი ჩატარდა. ტრენინგს თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი გიორგი მშვენიერაძე უძღვებოდა.
ტრენინგის მიზანს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების, უმეტესად კი გამოხატვის თავისუფლების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და საკითხის მიმართ მგრძნობელობის გაზრდა წარმოადგენდა.
ტრენინგ-სემინარი ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. იმერეთში პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).