თერჯოლის, სამტრედიისა და ქუთაისის დღის ცენტრების ბენეფიციარები საქართველოს პარლამენტს ესტუმრნენ.
ბენეფიციარებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის სხვა წევრებმა უმასპინძლეს.
დღის ცენტრის აღსაზრდელებმა პარლამენტის თავმჯდომარისგან საჩუქრები მიიღეს. დღის ბოლოს კი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში, პარლამენტის სახელით სპეციალურად მათთვის გამართულ სპექტაკლს „ჭინჭრაქა“ დაესწრნენ. სპექტაკლს შვილთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა.