განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) 16 თებერვალს 4-თვიანი საგანმანათლებლო პროგრამის „საჯარო გამოსვლებისა და დებატების ტექნიკები” მონაწილეებს შორის ფინალური ტურნირი გამართა.
კარლ პოპერის დებატების (პოლიტიკური ფორმატი) კურსდამთავრებულებმა საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ იდებატეს. ტურნირში გუნდმა „მერფი“ გაიმარჯვა. გუნდის მონაწილეები არიან –– ნია გუგუციძე, მარიამ ღიბრაძე და ნინო ბურჯანაძე.
გამარჯვებული გუნდის გარდა, გამოვლინდნენ ტურნირის Top Speaker–ები:
- პირველი ადგილი – ნინო ბურჯანაძე
- მეორე ადგილი – ანასტასია ლელაძე, ნია გუგუციძე
- მესამე ადგილი – თეიმურაზ გვაზავა
გამარჯვებულებს სერტიფიკატები და პრიზები გადაეცათ.