„ფინკა ბანკის” თანამშრომელმა დავით ახვლედიანმა მეზღაპრის მანტია მოისხა და ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო” ბენეფიციარებს ჯადოსნური ამბები უამბო.
მსგავსი ღონისძიებები ბავშვებში პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და დადებითად აისახება მათ განვითარებაზე.
დღის ცენტრების პროგრამა ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით.