განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) 12 აპრილს „ენისა და მეტყველების თერაპიის სერვისის“ პრეზენტაცია გამართა.
ენისა და მეტყველების თერაპიის სერვისის შესახებ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ ისაუბრა. ლოგომედის სერვისების პრეზენტაცია, ენისა და მეტყველების თერაპევტმა, „ლოგომედი” – მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა ჭავჭავაძემ წარადგინა.
თერაპიის სერვისი გულისხმობს საჭიროების შეფასებას და დიაგნოზის დადგენას, ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენას, მომსახურების მიწოდებასა და მიღწეული შედეგების შეფასებას, ასევე მშობლების ან მომხმარებლის კონსულტირებას.
ენისა და მეტყველების თერაპიის სერვისი ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის და ლოგომედი – მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრის პარტნიორობით.