დებატების სკოლის 30 მონაწილე გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიას თბილისში სასწავლო ვიზიტით ესტუმრა.
დებატების სკოლის მონაწილეებს თანატოლებთან ერთად განათლების საკითხების მკვლევარმა სიმონ ჯანაშიამ და ისტორიის მასწავლებელმა ლევან ღამბაშიძემ უმასპინძლეს.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დებატების ჩატარების პროცესზე და ტექნიკაზე ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. სტუმრობისას დებატების სკოლის მოსწავლეებმა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის კამპუსიც დაათვალიერეს და სასწავლო პროცესს გაეცნენ.
დებატების სკოლა ამერიკული აკადემიის მოსწავლეებს საპასუხო ვიზიტით ქუთაისში ელოდება.