სამოქალაქო პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში იმერეთის რეგიონის სკოლების 40 მოსწავლე სასწავლო ვიზიტით კადეტთა სამხედრო ლიცეუმში იმყოფებოდა.
ვიზიტის დროს სკოლის მოსწავლეები ლიცეუმში მიღების, იქ სწავლებისა და ცხოვრების პირობებს გაეცნენ. სკოლის მოსწავლეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე და შეხვედრის დასასრულს სამხედრო ლიცეუმის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს.
კადეტთა ლიცუემში ვიზიტის გარდა, იმავე დღეს სკოლის მოსწავლეები იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ესტუმრნენ, სადაც იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს ზვიად შალამბერიძეს შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვები დასვეს.
სახალხო დამცველის ოფისში მოსწავლეებს ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ. სკოლის მოსწავლეები ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის ფორმებს გაეცნენ, რესურსების მობილიზებისას პოტენციური წყაროების განსაზღვრა და თანამშრომლობის დაგეგმვა ისწავლეს.
პროგრამა „მომავლის თაობა” მიზნად ისახავს სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესებას, მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ამერიკული ორგანიზაცია PH International- ის მიერ. იმერეთში პროგრამას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.