სამეწარმეო სკოლამ გორში სტარტი აიღო. დღეიდან 1 თვის განმავლობაში 22 ახალგაზრდა შიდა ქართლის რეგიონიდან სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო უნარებს გაიძლიერებს.
სამეწარმეო სკოლის ფარგლებში მსმენელები ზოგადი მენეჯმენტის და ბიზნესის დაგეგმვის, მარკეტინგის, რესურსებისა და ფონდების მოძიების, ფინანსური მართვის, ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების შესახებ ტრენინგებს გაივლიან.
სამეწარმეო სკოლის მსმენელები თავიანთი ბიზნესიდეების დასახვეწად ინდივიდუალურ, საჭიროებებზე დაფუძნებულ კონსულტაციებს, მენტორისა და ქოუჩის მხარდაჭერას მიიღებენ.
სამეწარმეო სკოლა გორში პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში დაფუძნდა.
პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საზოგადოებაში მონაწილეობა გაძლიერდეს.
პროექტს „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ახორციელებს.