განათლების განვითარების და დასაქმების
ცენტრის (EDEC) და ქუთაისის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი, ბიზნეს სკოლა, გრძელდება.
პროექტის პარტნიორია „ფინკა ბანკი“ სააფთიაქო ქსელი „პსპ”.
ბიზნეს სკოლის მოსწავლეებს უკვე ჩაუტარდათ ბიზნესის
ზოგადი და ფინანსური მენეჯმენტის კურსი. მოსწავლეები დაგეგმილი სწავლების ფარგლებში,
მარკეტინგის მენეჯმენტს, რესურსების მობილიზებას და სამართლებრივ საკითხებს შეისწავლიან. სალექციო კურსები ბიზნეს სკოლის მსმენელებს ქუთაისის
უნივერსიტეტის და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გოდერძი
შანიძემ და ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორმა გია ჭუმბურიძემ წაუკითხეს.
ბიზნეს სკოლის ფარგლებში, სააპლიკაციო განაცხადის და გასაუბრების საფუძველზე,
სულ 60 მოსწავლე შეირჩა. 3 თვის განმავლობაში ისინი თეორიული და პრაქტიკული საკითხების
შესწავლის გარდა, წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდებიან და მათ პროფესიულ
რჩევებს მოისმენენ.
ბიზნეს სკოლის საგანმანათლებლო კურსის დასრულების შემდეგ გამორჩეული უნარების
მქონე 20 მოსწავლე ჩაერთვება კონკურსში, სადაც პროფესიონალი მენტორების დახმარებით
რეალურ ბიზნეს ქეისებში მიიღებენ მონაწილეობას და კონკრეტულ ამოცანებს შეასრულებენ.