შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონი” ბენეფიციარები თბილისის ზოოპარკს და ეგზოტარიუმს ესტუმრნენ.
დღის ცენტრის ბენეფიციარები გასვლითი ღონისძიების ფარგლებში ასევე სამების საკათედრო ტაძარშიც იმყოფებოდნენ.
მსგავსი ღონისძიებები ბავშვებში პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და დადებითად აისახება მათ განვითარებაზე. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) მადლობას უხდის თბილისის „ზოოპარკი • Tbilisi Zoo“–ს მასპინძლობისთვის.
დღის ცენტრების პროგრამა ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით.