განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) 30 ივნისს 4-თვიანი საგანმანათლებლო პროგრამის „საჯარო გამოსვლებისა და დებატების ტექნიკები” მონაწილეებს შორის ფინალური ტურნირი გამართა.
კარლ პოპერის დებატების (ფასეულობათა ფორმატი) კურსდამთავრებულებმა გარემოსდაცვის და სოციალური ინტერესების შესახებ იდებატეს. ტურნირში გუნდმა „ახალი ენერგია“ გაიმარჯვა. გუნდის მონაწილეები არიან – ვიკა ჭიჭუეიშვილი, ანა გურეშიძე და თაკო ხელაძე. ტურნირის ფარგლებში ასევე გამოვლინდა კარლ პოპერის დებატების (პოლიტიკური ფორმატი) გამარჯვებული. გუნდმა „პოლემისტე” გამარჯვება ბავშვთა უფლებების შესახებ დებატებით მოიპოვა. გამარჯვებულებს სერტიფიკატები და პრიზები გადაეცათ.
გამარჯვებული გუნდების გარდა, გამოვლინდნენ ტურნირის Top Speaker–ები (ფასეულობათა ფორმატი):
პირველი ადგილი – ვასო ადეიშვილი
მეორე ადგილი – ანა გურეშიძე
მესამე ადგილი – ვიკა ჭიჭუეიშვილი
მეოთხე ადგილი – ანეტი ჭყიოძე
მეხუთე ადგილი – ლიკა ქობულია
ტურნირის Top Speaker–ები (პოლიტიკური ფორმატი)
პირველი ადგილი – სალომე წოწორია
მეორე ადგილი – მარიამ ჭელიძე