შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონი” ბენეფიციარები ავსტრიული ხორცპროდუქტების კომპანიას „ლოიდლი”ესტუმრნენ.
დღის ცენტრის ბენეფიციარები საწარმოო პროცესს გაეცნენ. კომპანია მათ საკუთარი პროდუქციით გაუმასპინძლდა და სასაჩუქრე პაკეტები გადასცა.
მსგავსი ღონისძიებები ბავშვებში პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და დადებითად აისახება მათ განვითარებაზე. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) მადლობას უხდის ხორცპროდუქტების კომპანიას „ლოიდლი” მასპინძლობისთვის.
დღის ცენტრების პროგრამა ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით.