გააცანი შენი ქალაქი სტუმარს – ედეკმა ახალი კამპანია დაიწყო

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახალი კამპანიის „გააცანი შენი ქალაქი სტუმარს“ ფარგლებში, 30 ივლისს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობდა.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმის „დროის ბანკი“ საშუალებით იპოვა მოხალისეები, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ სტუმრებს დახვდნენ და მათ ტურისტული საინფორმაციო მასალები გაუზიარეს. მოხალისეებთან ერთად სტუმრებს ნათია ნამიჭეიშვილი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და ნინო თვალთვაძე, ქუთაისის მერის მოადგილე მასპინძლობდნენ.

კამპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმის „დროის ბანკის“ პოპულარიზაციას. კამპანია სრულად ეფუძნება მოხალისეობრივ რესურსს. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) მიიჩნევს, რომ მოხალისეობის კულტურის გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

კამპანია ასევე მიზნად ისახავს ქუთაისის ტურისტული პოტენციალის განვითარებას, რომ ქალაქი არ იქცეს მხოლოდ სატრანსპორტო ჰაბად იმ სტუმრებისთვის, ვინც საქართველოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით ჩამოდის. კამპანიის ამბიციური ამოცანაა, სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან დარჩნენ ქალაქში და გაეცნონ ქუთაისის და მისი შემოგარენის ისტორიულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს.

კამპანიისთვის საჭირო საინფორმაციო მასალები განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს ქუთაისის ტურიზმის ცენტრმა მიაწოდა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content