განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრ „ჯადოსნურ სამყაროს“ და სოციალურ საწარმო „ფარშევანგს“ მხატვართა საერთაშორისო ასოციაციის, ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციის, სახვითი ხელოვნების ასოციაციისა და ანკარის მხატვართა ასოციაციის წევრი, მხატვარი ნილუფერ ინალტონგი ესტუმრა.
ნილუფერ ინალტონგი ადგილზე გაეცნო დღის ცენტრის მუშაობის სპეფიციკას და იმ აქტივობებს, რომლებშიც ბენეფიციარები ყოველდღიურად არიან ჩართული.
ის, ასევე, დაინტერესდა სოციალური საწარმო „ფარშევანგის“ მიერ წარმოებული პროდუქციით და ქვილინგის ტექნიკის მასტერკლასშიც მიიღო მონაწილეობა.
სტუმარს განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ უმასპინძლა. ნილუფერ ინალტონგი ქუთაისს სოროპტიმისტი ინტერნაციონალის ქალთა კლუბის ინიციატივითა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით სტუმრობს.
ვიზიტის ფარგლებში, უკვე გაიმართა მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა თიბისი ბანკის საგამოფენო სივრცეში.