სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში იმერეთის რეგიონის სკოლების 17 მოსწავლე სასწავლო ვიზიტით ტელე–რადიო კომპანია „რიონში“ იმყოფებოდა.
სკოლის მოსწავლეებს ტელე–რადიო კომანია „რიონის“ გენერალურმა დირექტორმა თამარ ღვინიანიძემ უმასპინძლა.
მოსწავლეები ტელევიზიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, დაათვალიერეს სტუდიები, გაესაუბრნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, დასვეს შეკითხვები.
„ჩვენი სამოქალაქო კლუბის ინიციატივით, შევქმენით ინტერნეტ ტელევიზია, სწორედ ამიტომ ტელეკომპანია „რიონში“ ვიზიტი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მივიღეთ ინფორმაცია ტელევიზიის მუშაობის პირნციპებზე, ვიდეო გადაღების, სიუჟეტის მომზადების შესახებ. ამ გამოცდილებას აუცილებლად გამოვიყენებთ ჩვენს მომავალ საქმიანობაში“ – ილია ყიფშიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი.