საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრ „იალონისათვის“ უკვე ყოველწლიურ შემოდგომის ტრადიციად იქცა ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე სტუმრობა, რთველში მონაწილეობა და ჩურჩხელების ამოვლება.
ბენეფიციარებმა ბაზაზე გაშენებული ვენახისა და ხეხილის საკოლექციო ნაკვეთებიც დაათვალიერეს და საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიას გაეცნენ.