ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრ „ჯადოსნური სამყაროსა” და კომპანია „მაკდონალდსის” მეგობრობა გრძელდება.
დღის ცენტრის ბენეფიციარებს „მაკდონალდსმა” ყველაზე ფერად, თბილ და მეგობრულ გარემოში უმასპინძლა.
„მაკდონალდსმა”, როგორც სოციალური პასუხისმგებლობით გამორჩეულმა კომპანიამ, დღის ცენტრის ბენეფიციარების უსაფრთხო გადაადგილებაზეც იზრუნა – აღსაზრდელები ადაპტირებული ტრანსპორტით ყოველდღიურ მომსახურებას იღებენ, მიდიან შემეცნებით, გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, დადიან ექსკურსიებზე.