მონაწილეებს პროექტი და დისკუსიის თემა ლიკა კილაძემ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ წარუდგინა. მან, ასევე, დეტალუტად ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ფუნქციებსა და მოვალეობებზე.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებს ვალერიანე ფოცხვერია, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი მიესალმა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სერვისებზე ისაუბრა ლევან ახობაძემ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ისაუბრა.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების კოორდინატორმა სოფიო კუპატაძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე დაფუძნებული სერვისების თემა წარადგინა.
მრგვალი მაგიდა ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), მის პარტნიორ ორგანიზაციებთან – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს.