ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყაროს“ ბენეფიციარებს მეზღაპრე ესტუმრა, რომელმაც ბავშვებთან ერთად ზღაპრების საოცარ სამყაროში იმოგზაურა.
ამჯერად მეზღაპრის მანტია მე-7 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ზაირა ტყაბლაძემ მოირგო.