ქ. ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრ „ჯადოსნურ სამყაროს“ „ქუთაისის უნივერსიტეტი“ ეწვია და ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
უნივერსიტეტისა და ცენტრის მეგობრობა წლებს ითვლის და ყველა მათი სტუმრობა სასიამოვნო ემოციებით ავსებთ ბავშვებს. ამჯერადაც დღემ მხიარულად ჩაიარა, სტუმრებმა ბავშვებთან ერთად იცეკვეს, იმღერეს და დასასრულს ტორტიც გაჭრეს.
მადლობა „ქუთაისის უნივერსიტეტს“ მრავალწლიანი მეგობრობისთვის.