საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონი“ ბენეფიციარები სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ.
საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონი“ ბენეფიციარების ვიზიტმა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საინტერესოდ და სასიამოვნოდ ჩაიარა.
მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, გიდის დახმარებით, გაცნობოდნენ მუზეუმის ექსპონატებს და ისტორიას.
მსგავსი ტიპის კულტურულ და მრავალფეროვან ღონისძიებებში ჩართვა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს შეზღუდული შესაძლელობის მქონე ბავშვთა და პირთა საზოგადოებაში სრულყოფილ ინტეგრაციას.
მხარდაჭერისათვის მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.