ამჯერად მუსიკის მოხალისე პედაგოგმა ნინო გედენიძემ ბავშვებს ქართველი
კომპოზიტორი, დირიჟორი, მომღერალი ჯანსუღ კახიძე გააცნო. შეხვედრა განსაკუთრებით სახალისო ქართული მულტფილმის – „საზამთროს“ განხილვამ გახადა,
რომელიც მუსიკალურად ჯანსუღ კახიძის მიერ არის გაფორმებული.
პედაგოგი ბავშვებს დირიჟორის და კომპოზიტორის მნიშვნელობის შესახებაც
ესაუბრა და მათ შემდეგი შეხვედრისთვის მოსამზადებლად დავალება მისცა, მეტი ინფორმაცია
მოიძიონ ჯანსუღ კახიძის შესახებ.
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს, როგორც შემეცნებითი უნარების განვითარებას,
ასევე თვითიზოლაციის პერიოდში დადებითი განწყობების შექმნას.
მადლობა ნინოს, რომელმაც საინტერესო და შემეცნებითი გახადა ბავშვებისთვის
მუსთერაპიის აქტივობა!