დუალური საგანმანათლებლო პროგრამების მონაწილეებისთვის ZOOM –ის
საშუალებით პროფესიული ორიენტაციის ორდღიანი ტრენინგი მიმდინარეობს.
ტრენინგის მიზანია:
– მონაწილეებისთვის კომუნიკაციის ტექნიკების გაცნობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარების
გამომუშავება;
– საკუთარი შესაძლებლობების და უნარების შეფასება;
– CV-ის ფორმების, სამსახურეობრივი ინტერვიუს ტექნიკების, საქმიანი ეტიკეტის ნორმების
და მათი მიზნობრივი გამოყენების წესების გაცნობა.
პროგრამა პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების
განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით
დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.
პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული
ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური
მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში
მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების,
დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ
რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების
ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.